„ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტა რეალურად ჩამოშლილი და გარყვნილია”

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებებს ეხმაურება. ანა დოლიძის თქმით, ნათელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა სრულად ჩამოშლილია.

„ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტა რეალურად ჩამოშლილი და გარყვნილია, იმ გაგებით, რომ ის ამორალურია, მას სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან მყიფე კავშირი აქვს, შეიძლება გაუგია ამაზე. ეს ჩანაწერები ჩვენ გვაძლევს საშუალებას რომ ღიად დავინახოთ-მეფე შიშველია,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

როგორც გუშინ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, ზაზა ოქუაშვილს ის ჩანაწერების გაკეთებასა და მოპოვებაში ეხმარებოდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ოქუაშვილს ჩანაწერები საზღვარგარეთ პარტნიორების დასარწმუნებლად სჭირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის №18 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მოინახულეს