მაია ღურწკაია ბრძოლას განაგრძობს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, მაია ღურწკაისა და ქეთო ტაბაღუას საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია ატესტაციის გასაუბრების ეტეპს ხელახლა გაივლის. რაც შეეხება ქეთო ტაბაღუს, სამსახურში მისი აღდგენა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება, თუმცა მას ექნება შესაძლებლობა გამგეობას მისი პოზიციის მიზანმიმართულად გაუქმების ან მორალური ზიანის მიყენების გამო კვლავ უჩივლოს.

ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

წყარო: “რადიო ათინათი”

 

banner
წინა სტატიაშინიკა მაჭუტაძე: 20 თეზისი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაალბათ ისევე მალე დაავიწყდებათ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დაავიწყდათ 100 ქარხანა