ალბათ ისევე მალე დაავიწყდებათ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დაავიწყდათ 100 ქარხანა

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირმა ნადირაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
,,ყველასთვის ცხადია, რომ პრემიერ მინისტრმა ეს უსუსური სვლა მოიფიქრა იმისთვის, რომ აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იზღუდება მედიის უფლებები. ეს არ იყო წინასწარ მოფიქრებული ამბავი, ეს იყო უცებ, სპონტანურად გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ევროპის სასამართლოს დ ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც წუხს მედიის შეზრუდვის გამო საქართველოში წინ აქვთ ფაქტი, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება შეიცვალოს მფლობელი რუსთავი 2-ში. ეს არის ფაქტი და ახალი ინსტიტუტების შექმნით, რომელსაც თავად გააკონტროლებენ ვფიქრობ, რომ ამ შთაბეჭდილებას ვერ გაფანტავენ. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება თუ მალე იქნება გამოცხადებული, ალბათ ისევე მალე დაავიწყდებათ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დაავიწყდათ 100 ქარხანა, უფასო ფული და კიდევ ბევრი სხვა’’,- აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმაია ღურწკაია ბრძოლას განაგრძობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება ეწევა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს