მაია ასათიანი გულის მძიმე შეტევის გამო ჰოსპიტალიზებულია

თოქ-შოუ “პროფილის” ავტორმა, ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა ცოტა ხნის წინ თავის „ფეისბუქგვერდზე“ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ცოცხალი ვარ! კარგად ვარ! დღეს კლინიკიდან მწერენ! დიახ, სიცოცხლეს ვაგრძელებ!”

ასათიანმა ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა დაადასტურა, რომ საავადმყოფოში იმყოფება. მისი თქმით, გუშინ მართლაც მოხვდა გულის მძიმე შეტევით საავადმყოფოში. შესაბამისი კვლევა და მკურნალობა უკვე ჩაუტარდა. მაია ასათიანი ახლა თავს უკეთ გრძნობს. ტელეწამყვანს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს
შემდეგი სტატია„მოვერიდებოდი საჯარო პოზიციის დაფიქსირებას“ – მამუკა მდინარაძის პასუხი მალხაზ მაჩალიკაშვილს