ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი სისტემის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2020 წელს, ასევე არ მინდა, იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება, ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას. „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელი ვარ, რომელიც შვიდი წელია ჩემს ხელში ფორმირდება. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი და ალბათ რამდენიმე დღეს ავიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიამაია ასათიანი გულის მძიმე შეტევის გამო ჰოსპიტალიზებულია