„მოვერიდებოდი საჯარო პოზიციის დაფიქსირებას“ – მამუკა მდინარაძის პასუხი მალხაზ მაჩალიკაშვილს

შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მან პარლამენტის 150-ვე დეპუტატს დღეს აღნიშნული მოთხოვნით წერილები გაუგზავნა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მან არ იცის გასცემს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხს:

„გავეცნობი ამ საკითხს აუცილებლად, ვიცი, რომ მტკივნეული საკითხია და გარდაცვლილ ადამიანზე ძალიან უხერხულია ასეთ თემებზე საუბარი, თუმცა, არის გარკვეული საგამოძიებო თემები, რომლის დეტალებზე წვდომაც არ გვაქვს ხოლმე და ამ დეტალებზე შისაძლებელია მასობრივი საშუალებებითაც არ იყოს სწორი საუბარი. მოვერიდებოდი საჯარო პოზიციის დაფიქსირებას, ვიდრე კარგად არ გავეცნობი იმ მოთხოვნას,რაც იმ წერილში აქვს ბატონ მალხაზს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაია ასათიანი გულის მძიმე შეტევის გამო ჰოსპიტალიზებულია
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმე და ირაკლი კობახიძის განცხადება – ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს