მაგდა პაპიძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6-ივლისს გამოაცხადებს

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 ივლისს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

სასამართლო სხდომაზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ პაპიძე დამამძიმებელი გარემოებით განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოცხადებას ნაფიცი მსაჯულები აღარ დაესწრებიან.

ცნობისათვის, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ბრალდებულად 2015 წლის 21 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სცნეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადის 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა „ქართულ ოცნებას“ ობსტრუქციაში ამხელს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაემლოს ხლხს და კრიზისულ ვითარებაში უნდა მიაწოდოს ობიექტური ინორმაცია