მამუკა კუდავა „ქართულ ოცნებას“ ობსტრუქციაში ამხელს

kudava„დიდი ალბათობით ვიცი, მაგრამ არჩევნების შედეგზე არაფერს გეტყვით,“ – ასე ეხმაურება მამუკა კუდავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის არჩევნებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. კუდავა გიგი წერეთლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს „ქართული ოცნების“ „აშკარა ობსტრუქციას“ უწოდებს და წერს:
„არ ცხრება დისკუსია გიგი წერეთლის არჩევნებზე ეუთო-ში, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” აშკარა ობსტრუქციის გამო. მეგობარ ფრანგ მემარჯვენე დეპუტატს ველაპარაკე ახლა, რომელიც ამ სხდომაზეა ჩამოსული თბილისში – ჩვენ ყველა ფრანგ სოციალისტ ფრანგ კანდიდატს ვაძლევთ ხმას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისაო და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრანგ მემარცხენეს (რომელსაც სავარაუდოდ, დაუჭერენ მხარს „ოცნების“ პარლამენტარები), არ აქვს გამარჯვების შანსი. შარლ დე გოლი კი ამბობდა, რომ „365 სახის ყველის პატრონი საფრანგეთი სამართავად შეუძლებელიაო“, მაგრამ ალბათ კონსტანტინე გამსახურდია უფრო სწორი იყო – “როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას”.

banner
წინა სტატიაშისუს-ი სამხრეთ ოსეთში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6-ივლისს გამოაცხადებს