“მაგას ვყვირით ამდენი ხანი…უგულავამ არასწორად გასცა ნებართვა” – კალაძე

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა, – აცხადებს დედაქალაქის მერი.

მისივე თქმით, სასტუმრო “ბუდაპეშტის” ინვესტორი მერიის მერ შეთავაზებულ ორ წინადადებას არ დათანხმდა, თუმცა, კიდევ ერთი შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება.

„უკანონოდ რომ იყო გაცემული ნებართვა, მაგას ვყვირით ამდენი ხანი და მაგას ყვიროდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ბატონმა უგულავამ, რომელიც ქალაქის მერი გახლდათ, რა თქმა უნდა, არასწორად გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული იმისთვის, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, 8-9 სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ვეწინააღმდეგებით ყველა და ვიბრძვით, რომ არ მოხდეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ორი წინადადება შევთავაზეთ ინვესტორს, რომელზეც უარი განაცხადა. ეს იყო ადგილმონაცვლეობის საკითხი ან აღდგენილიყო იგივე შენობა, რესტორანი “ბუდაპეშტი”, რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა. აღდგენილიყო იგივე ზომებში და მოცულობებში, რაზეც უარი მივიღეთ. უახლოეს დღეებში კიდევ გვექნება შეხვედრა დედაქალაქის მერიაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მწვანე სივრცეში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას – #NotInMyParliament შეუერთდა
შემდეგი სტატია“არსებობს სრული საერთაშორისო კონსენსუსი, თუ როგორ მოიპარა ივანიშვილმა არჩევნები, თუმცა ივანიშვილი კრიტიკისადმი სრულიად ყრუა”- თინა ბოკუჩავა