მადრიდში ნატო-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – კულება

ჩვენ მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დღეს ნატო-მ დაამტკიცა, რომ რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

“დღეს მადრიდში, ნატო-მ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს”, – წერს კულება.

banner
წინა სტატიაშიპოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს, თუ არსებობს საკითხები, რაზეც ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია – ვოლსკი
შემდეგი სტატიაუკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა