უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის 95 აზოვსტალის დამცველია

“პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან, 95 აზოვსტალის დამცველია. მათ შორის 43 აზოვის პოლკიდან”- აცხადებს დაზვერვა.

შედეგად, გათავისუფლებულია:

ეროვნული გვარდიის 59 მებრძოლი;
30 – საზღვაო ძალების;
28 – უკრაინის შეიარაღებული ძალების;
17 – უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის;
9 – ტერიტორიული დაცვის;
1 – უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლები.
გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი ასაკის 65 წლისაა, უმცროსი – 19.

გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ჩაუტარდებათ საჭირო სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

banner
წინა სტატიაშიმადრიდში ნატო-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – კულება
შემდეგი სტატიარუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის, ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის – ნატო-ს დეკლარაცია