მადეირაში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 მგზავრი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც 17 აპრილს პორტუგალიის კუნძულ მადეირაში მოხდა, არაოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 18.30 წუთზე მოხდა ადგილზე, რომელსაც კენისი ქვია. ავტობუსში 50 ტურისტი იმყოფებოდა. მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. გარდაცვლილთაგან 11 მამაკაცი და 17 ქალია. მსხვერპლთაგან უმეტესობა გერმანელი ტურისტები არიან – “დოიჩე ველე” წერს. დანარჩენებმა დაზიანებები მიიღეს. ისინი საავადმყოფოებში გადაყვანეს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირ-აშშ-ს შორის კუბას გამო დავა დაიწყო
შემდეგი სტატიასტამბულის მერად ოპოზიციის წარმომადგენელი დაასახელეს