მაჭარაშვილი – როგორც ჩანს, ნინო ლომჯარია არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს

როგორც ჩანს, ომბუდსმენი არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის განცხადებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, საქმეში მესამე მხარედ ჩაერთოს.

მაჭარაშვილის თქმით, სახალხო დამცველს უნდა სააკაშვილის ადვოკატობა, რის საშუალებასაც სტატუსი არ აძლევს და ამ ფორმით სურს პროცესში ჩაერთოს.

„სახალხო დამცველის თხოვნას რაც შეეხება საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ის არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რომ რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი. მას იმდენად უნდა ადვოკატობა სააკაშვილის, რომ სტატუსი არ აძლევს ამის საშუალებას და ამ ფორმით უნდა პროცესში ჩაერთოს. სხვა მიზანი ამას არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს ის სასამართლოა, რომელიც კარგად იცნობს, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას. ეს აღნიშნა კიდეც თავის პრესრელიზში და თქვა, რომ ეს ის პატიმარია, რომლის მიმართ არის ბევრი საქმე და გამამტყუნებელი განაჩენი,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისი კრეატიული ქალაქების ქსელის წევრი გახდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე გამგებლებს – როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს გამგებლები აგებთ