მაჭარაშვილი: არაერთი ფაქტი არსებობს, რომ სააკაშვილისა და რუსეთის ქმედებებს შორის ხშირად ინტერესების თანხვედრა ყოფილ

მტკიცებულებებს ვერ მოიტან, მაგრამ ეჭვი არაერთხელ გამოგვითქვამს და არაერთი ფაქტი არსებობს, რომ სააკაშვილისა და რუსეთის ქმედებებს შორის ხშირად ინტერესების თანხვედრა ყოფილა, ამაზე მეტყველებს გაყიდული ენერგორესურსები, სტრატეგიული ობიექტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ჩვენ ბოლომდე წავალთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემდეგ, აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას, ყველა ჩვენს მეზობელთან“.

„რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაცრი, პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. თუ თვითონ შეცვლიან პოლიტიკას, მაშინ ჩვენ გადავხედავთ ამას. სააკაშვილის ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთსა და სააკაშვილს აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, რადგან ასეთი ინფორმაციები თუნდაც, ცრუ, რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არსად გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად თანამშრომლობს რუსეთთან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელდინო საღარაძე მწერალთა აკადემიას ტოვებს
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: სრული აბსურდია