პაატა დავითაია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: სრული აბსურდია

  ,,ევროპული დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას “აბსურდულს” უწოდებს.

როგორც დავითაია ამბობს, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩოს პირობებში დიალოგს ვერ დაიწყებს, რადგან ქვეყანაში ვერცერთი ხელისუფალი ვერ გაბედავს ამ ფონზე დიალოგის დაწყებას.

 

“რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ როგორ მოქმედებს რუსეთის ფედერაცია. მათ უნდათ ჩვენება იმისა, რომ თითქოსდა, მზად არიან ურთიერთობის აღდგენისთვის, თუ ამისთვის ქართული მხარე არის მზად.

 

მათი განცხადება სრული აბსურდია, მარტივი მიზეზის გამო,- თუ მათ სურთ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, პირველ რიგში ის სამი საელჩო, რომელიც არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე თბილისში, სოხუმში და ცხინვალში, არ უნდა იყოს. უნდა იყოს ერთი წარმომადგენლობა თბილისში და რუსეთმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

ამის შემდეგ უნდა დაიწყოს დიალოგი სიტუაციის მოგვარების, ოღონდ იმ ფარგლებში, რასაც ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს უნდა იყოს ურთიერთობის დალაგების ამოსავალი წერტილი. როდესაც იქნება საფუძველი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აღებული ამ მოლაპარაკებათა პროცესში, ყოველთვის შეიძლება სიტუაციის მოგვარება. ქართული მხარე, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყოველთვის იქნება მზად ამისათვის. ხოლო ის, რასაც ცდილობს რუსეთი, დაიწყოს დიალოგი საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩოთი, ვერცერთი ხელისუფალი საქართველოში ვერ გაბედავს, ამ ფონზე დიალოგის წაყვანას. რუსეთს მინდა პირდაპირ მოვუწოდო და ვუთხრა, საქართველოს კონსტიტუციამ პირდაპირ განსაზღვრა ევროკავშირისა და ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა. ასევე, პირდაპირ ცალსახად განსაზღვრა ის, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის ამოსავალი წერტილი.

მხოლოდ და მხოლოდ ამ პლატფორმიდან შეიძლება საუბარი და კიდევ ერხთხელ მინდა, რუსეთს ვუთხრა, რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერცერთი ხელისუფალი, სამი საელჩოს ფონზე, რუსეთის ფედერაციის საქართველოს ტერიტორიაზე დიალოგის წარმოებას.

მოვუწოდებ ყველას, მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, თუ მათ სურთ ის, რასაც განცხადებაში წერენ,- დიალოგის აღდგენა,- მხოლოდ და მხოლოდ ამ ეგრეთწოდებული აღიარების უკან წაღების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფონზეა შესაძლებელი”- აცხადებს პაატა დავითაია.

ინფორმაციისთის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხდა, რომ რუსეთმა უზრუნველყო და მომავალშიც უზრუნველყოფს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრების მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს და მათი აღიარება გააუქმოს, კალაშნიკოვმა თქვა, რომ ქვეყნებმა რომლებიც ამას ოკუპაციას უწოდებენ, პირველ რიგში მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დააბრუნონ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი: არაერთი ფაქტი არსებობს, რომ სააკაშვილისა და რუსეთის ქმედებებს შორის ხშირად ინტერესების თანხვედრა ყოფილ
შემდეგი სტატია“სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა” – შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა