ელდინო საღარაძე მწერალთა აკადემიას ტოვებს

მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით თეა წულუკიანისადმი გავრცელებულ მიმართვას კიდევ ერთი “ხელმომწერი” ემიჯნება – პოეტი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, ელდინო საღარაძე წერს, რომ გაოგნებული და შეურაცხყოფილია.

მისი თქმით, წერილზე არაფერი იცოდა და მის პათოსს სრულად ემიჯნება.

“გაოგნებული ვარ. კობა არაბულის ნიჭიერებისა და პატრიოტობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ამას არც ნიჭიერება ჰქვია და არც პატრიოტობა. სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!

შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა.

ბატონმა ლერიმ მთხოვა, ამ განაცხადის ბოლოს მისი ხელმოწერაც დამესვა, როგორც პოსტის ყველა პუნქტის გამზიარებლისა”, – წერს ელდინო საღარაძე.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანა
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი: არაერთი ფაქტი არსებობს, რომ სააკაშვილისა და რუსეთის ქმედებებს შორის ხშირად ინტერესების თანხვედრა ყოფილ