,,მა თქვან ნოსა ვორექ” – სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდის რაიონში იყრის

,, ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდის რაიონში იყრის. მაჟორიტარად დასახელება სოფელ კორცხელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოხდა.

მასშტაბური ღონისძიება ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობს სადაც რამდენიმე თვის წინ შუალედური არჩევნების პროცესში დაპირისპირება მოხდა.

შეხვედრას  ნაციონალური მოძრაობიდან სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელიაც ესწრებიან.

,,მა თქვან ნოსა ვორექ (მე თქვენი რძალი ვარ)” ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ყოფილმა პირველმა ლედიმ.  ,,საქართველო რუსეთისკენ მიემართება.  ქვეყანა გაქრება რუკიდან. საქართველო უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფი, ჩემი ბრძოლა კი  მინდა მივუძღვნა ქვეყნისთვის მებრძოლ ბიჭებს”- უკვე მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა.

 

შეგახსენებთ სანდრა რულოვსის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაციას ,,თაიმერი” ექსკლუზიურად რამდენიმე კვირით ადრე წერდა.

 

 

 korcxeliii korcxelii
banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა
შემდეგი სტატიაუბლოკო სტატუსის განხილვა – “რესპუბლიკელები” პროვოკაციაზე საუბრობენ