უბლოკო სტატუსის განხილვა – “რესპუბლიკელები” პროვოკაციაზე საუბრობენ

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. სწორედ დღეს გადაწყდება შეძლებს თუ არა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა იდეის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დაწყებას. კომიტეტის თანხმობის შემთხვევაში მათ 4 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ პარლამენტს 200 ათასამდე ხელმოწერა.

ბურჯანაძის ინიციატივას, პროვოკაციად აფასებენ რესპუბლიკურ პარტიაში. დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს დავით უსუფაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის ევროატლანტიკური.

რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ მას შემდეგ რაც მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება, უბლოკო სტატუსის ან სხვა მსგავსი საკითხების წამოჭრა აზრს დაკარგავს.

“როდესაც ქვეყანაში უჭირავს ოკუპანტს 20% და კიდევ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, იმ ქვეყანაში უბლოკო სტატუსზე საუბარი არის პროვოკაცია. რადგან ისინი კონსტიტუციურად ითხოვენ რაღაცას მომავალში ეს უნდა აღიკვეთოს. თუ კონსტიტუციის პრეამბულაში იქნება ჩანაწერი, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ევრო ატლანტიკურია მაშინ მსგავსი ინიციატივები უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით იქნება ფარატინა ფურცელი და მეტი არაფერი,”- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

თამაზ მეჭიაური კი ამბობს, რომ არც ერთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან მიაჩნია, რომ 10 წლის მერე შესაძლოა ქვეყანაში სხვა რეალობა იყოს და ქვეყანა რომელიმე ბლოკში გაწევრიანდეს.

“​უბლოკო სტატუსი ან ნატო-ში გავერთიანდეთ არ მიმაჩნია სწორად. მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები, რომ არ გავერთიანდეთ არც ერთ ბლოკში ახლა. მაგრამ 10 წლის მერე შესაძლოა სხვა რეალობა იყოს,”- აცხადებს მეჭიაური.

ქართულ ოცნებაში კი ორივე ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიაჩნიათ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ ვერც ერთი ინიციატივის განხილვას ამ მოწვევის პარლამენტი ვერ მოასწრებს.

“იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არის შესაბამისობაში რეგლამენტთან საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდება. ამ ინიციატივას ამ მოწვევის პარლამენტში რეალიზება არ უწერია. ეს ინიციატივა არის წინასაარჩევო სვლა,”- აცხადებს კახიანი.

banner
წინა სტატიაში,,მა თქვან ნოსა ვორექ” – სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდის რაიონში იყრის
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ჩემი ოჯახის წევრზე გაკეთებულმა განცხადებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო