გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მცხეთაში, ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
”დღეს ჩვენ საოცარ მოვლენას ვზეიმობთ – ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები ერთად შეკრიბა. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარმა გააერთიანა წარსული და მომავალი, ღვთიური და ადამიანური ერთმანეთში. ეს არის დღესასწაული დიდი გმირობისთვის მომზადების, რადგან ამის მერე მაცხოვარი ეწამა ჩვენთვის. გილოცავთ ყველას და ყველა ყოფილიყავით ამ ძალის შედეგად მზად დიდი გამარჯვებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. ტაძრებში ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, შვილს არ დამიტოვებენ წყლის ქვეშ და შვილის საფლავი მაინც მექნება – დაკარგული სამხედროს მამა
შემდეგი სტატია,,მა თქვან ნოსა ვორექ” – სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდის რაიონში იყრის