ლტოლვილმა, რომელმაც წიგნი WhatsApp-ით დაწერა, პრემია მიიღო

ირანელმა ჟურნალისტმა ბეხრუზ ბუჩანიმ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წყნარი ოკეანის კუნძულზე ციხეში იმყოფება, ავსტრალიის ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია მიიღო წიგნისთვის, რომელიც მან მესენჯერ WhatsApp-ში დაწერა. წიგნის სახელია “No Friend But the Mountains: Writing from Manus Prison” და მან პრემია Victorian Prize აიღო ფულადი ჯილდოთი 100 ათასი ავსტრალიური დოლარი. ბუჩანი პაპუა-ახალ გვინეაზე კუნძულ მანუსშია და მას ავსტრალიაში არ უშვებენ. თავდაპირველად ჟურნალისტი თავშესაფრისმაძიებელთა ცენტრში იყო 2017 წლამდე, მისი დახურვის შემდეგ კი ის ციხეში გადაიყვანეს. ავსტრალიის მთავრობას მიგრანტებთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა აქვს. მათ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მაშინაც არა აქვთ, როცა ავსტრალია ლტოლვილის სტატუსს ანიჭებს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია პოლონეთიდან ექსპორტირებული გაფუჭებული ხორცის საქმეს გამოიძიებს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: რა ხდება ილორში და დრანდაში?! ვინ დააზიანა და გადაარუსა ეს დიდისტორიული ტაძრები?