ევროკომისია პოლონეთიდან ექსპორტირებული გაფუჭებული ხორცის საქმეს გამოიძიებს

ბრიუსელმა პოლონეთიდან გაფუჭებული ხორცის მიწოდების საქმის გამოძიება დაიწყო – 1 თებერვალს ევროკომისიამ გაავრცელა. საკონტროლო ორგანოს წარმომადგენლები 4 თებერვალს პოლონეთში სიტუაციის შესასწავლად მიდიან, რომელიც მინიმუმ 13 ქვეყანას შეეხო. მათ შორის, უნგრეთს, გერმანიას, ესპანეთს, ლიეტუას, ლატვიას, პორტუგალიას, რუმინეთს, საფრანგეთს, შვედეთს და ესტონეთს. ამავე დროს, ქვეყნების სია, შესაძლებელია, შეიცვალოს – ევროკომისიის წარმომადგენელმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს.

პოლონურმა ტელეარხმა TVN24 გაავრცელა, რომ მაზოვეცკის ვოევოდაში ავადმყოფ საქონელს კლავდნენ, მათი ხორცი კი საექსპორტოდ იგზავნებოდა. ტელეარხის ჟურნალისტი რამდენიმე თვე საწარმოში მუშად მუშაობდა, რომელმაც მოამზადა სიუჟეტი ავადმყოფი ხორცის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიაშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გავიდა
შემდეგი სტატიალტოლვილმა, რომელმაც წიგნი WhatsApp-ით დაწერა, პრემია მიიღო