დეკანოზი ილია ჭიღლაძე: რა ხდება ილორში და დრანდაში?! ვინ დააზიანა და გადაარუსა ეს დიდისტორიული ტაძრები?

საპატრიარქოს სამდივნოს დღევანდელ განცხადებაში გარკველი მონაკვეთები მომეწონა, სადაც გაკრიტიკებულია მიტრ. ილარიონ ალფეევის ზოგიერთი ფრაზა, მაგრამ გვერდი აქვს ავლილი მის სიტყვებს, რომ უკრაინის მომხრე ქართველი მღვდელმთავრები უმწიფრები და პატრიარქ ილიას მტრები არიან. რას ნიშნავს ეს, ეთანხმება საპატრიარქოს სამდივნო ამ აზრს? თუ ქართველ ეპისკოპოსთა და წმინდა სინოდის ღირსების დაცვა არ შედის მის პრეროგატივაში? როგორ უნდა გავიგოთ ეს? ან რას ნიშნავს ეს არასწორი ფრაზა, რომ: ” აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები”.
აფხაზთში რუსული სამღვდელოება სამოგზაუროდ კი არ დასეირნობს პერიოდულად, დაპატრონებულია ტაძრებს!!!! მე ამ სამღვდელოების თერთმეტკაციანი სიაც გამოვაქვეყნე, რომლებიც შედიან “სოხუმ-აფხაზეთის საეპარქიო საბჭოში”. მოგზაური მღვდლები არ ახდენენ ტაძრების რემონტებს და გადაკეთებებს. რა ხდება ილორში და დრანდაში?! ვინ დააზიანა და გადაარუსა ეს დიდისტორიული ტაძრები? ვინ წირავს ლიხნის, გაგრის, კომანის და სხვა ტაძრებში?! რატომ ვიყრით თვალები ნაცარს და რატომ ვარბილებთ რუსულ მავნებლობას??? და ბოლოს: ველოდებით სამდივნოს განცხადებას ბატონების პ. ზაქარეიშვილის და ზ. აბაშიძის განცხადებებზე, რომ აფხაზეთ-სამაჩაბლოში რუსი სამღვდელოება თითქოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით არის შემოსული…

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშილტოლვილმა, რომელმაც წიგნი WhatsApp-ით დაწერა, პრემია მიიღო
შემდეგი სტატიავენესუელა ეროვნული ბანკის 15 ტონა ოქროს ემირატებში გაყიდის