დღეს დაასაფლავეს პოლიციელი, რომელმაც თავი მძევალზე გადაცვალა

დღეს გმირი პოლიციელი ანრო ბალტრამი დაასაფლავეს, შესაბამისი ცერემონიალი პარიზში გაიმართა – სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
დასაფლავების ცერემონიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მთავრობის სხვა წევრები. მაკრომა თავის გამოსვლაში პოლიციელი მეორე მსოფლიო ომის გმირებს შეადარა.

44 წლის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ანრო ბალტრამმა რამდენიმე დღის წინ სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის დროს თავი მძევალ ქალზე გაცვალა. “საფრანგეთი არასდროს დაივიწყებს მის გმირობას, სიმამაცეს და მის მსხვერპლს” – საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა “ტვიტერის” საკუთარ მიკრო-ბლოგში დაწერა.
ჟანდარმმა თავისი თავი შესთავაზა ტერორისტს მძევალი ქალის სანაცვლოდ. სუპარმარკეტში შესვლისას მან მობილური ტელეფონი ჩართული დატოვა, რომლის შემდეგადაც პოლიციელებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ რა ხდებოდა სუპერმარკეტში. კოლონის თქმით, სუპარმარკეტში სროლების შემდეგ პოლიციელები შტურმზე გადავიდნენ. ოპერაციის დროს ბელტრამი და ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრნენ. ვიცე-პოლკოვნიკი თავდასხმის მეოთხე მსხვერპლი გახდა, რომელიც 23 მარტს 25 წლის მაროკოელმა რადუან ლაკდიმ მოაწყო საფრანგეთის სამხრეთით. თავდამსხმელმა თქვა, რომ ის ტერორისტული დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” წევრია. ის შტურმის დროს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიდაურ კოვე: განცხადების ტექსტი ამერიკელებმა წარადგინეს
შემდეგი სტატიალონდონში “საუკუნის ძარცვის” კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს