ესტონეთი რუს ჰაკერებს კიბერშეტევაში სდებს ბრალს

ესტონეთის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა რუს ჰაკერებს ქვეყანაში უმსხვილეს საწარმოზე შეტევაში დასდეს ბრალი – უწყების განცხადება დღეს გავრცელდა.
მათი ინფორმაციით, 2016 წელს Viru Keemia Grupp (VKG)-ს კომპიუტერულ ქსელში უცნაური აქტიურობა შეინიშნა. სპეციალისტებმა შემოწმებისას აღმოაჩინეს პროგრამა Mimikatz, რომელიც კომპიუტერების ოპერატიული მეხსიერებიდან დაუშიფრავი პაროლების ამოსაღებად არის განკუთვნილი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ აჩვენა, რომ შეტევა დაკავშირებულია დაჯგუფება APT28-ზე, რომელიც, ასევე ცნობილია როგორც Fancy Bear, რომელიც თავის მხრივ რუსეთის ფედარაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბთან არის კავშირში.

banner
წინა სტატიაშილონდონში ჯორჯ მაიკლი დაასაფლავეს
შემდეგი სტატიაუკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა