ლონდონის ბიგ ბენი 4 წლით დადუმდება

ლონდონის ბიგ ბენი 4 წლით დადუმდება. ელისაბედის კოშკზე, სადაც საათია დამონტაჟებული, სარემონტო სამუშაოები იწყება. სპეციალისტები რესტავრაციას ჩაუტარებენ კოშკს და მთლიანად დაშლიან საათის მექანიზმს, გაიწმინდება ციფერბლატი და გამოცვლიან მექანიზმებს.

სარემონტო სამუშაოები 21 აგვისტოდან დაიწყება და 4 წლის შემდეგ, 2021 წელს დასრულდება. მანამდე კი, მხოლოდ ერთი საათი იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშირკინიგზელები დღეიდან რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავენ
შემდეგი სტატია„ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორები ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებენ