ლონდონი მოსკოვის მიმართ ულტიმატუმს ძალაში ტოვებს

ლონდონი ულტიმატუმს, რომელიც გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვს წაუყენა, ძალაში ტოვებს, თუკი რუსეთი უშიშროების ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის საქმეზე განმარტებას არ გააკეთებს, “ჩვენ ბრიტანეთის პასუხს გამოვაქვეყნებთ და ის ხვალ გაიჟღერებს” – თქვა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა. მან თქვა, რომ ლონდონის პოზიციას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. “მე შთამაგონა ჩვენი მეგობრების მზაობამ, გვაჩვენონ მხარდაჭერა და თანადგომა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აღნიშნული სიტუაცია უკვე განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, ჯონსონი კი თავის გერმანელ კოლეგას ესაუბრა, დღეს, ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სკრიპალის საქმეში დიდი ალბათობით რუსეთის ხელი ურევია.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანეთს მოუწოდა მოსკოვს გადასცეს იმ ნივთიერების ნიმუში, რომელითაც, ბრიტანეთის სპეცსამსახურების თქმით, რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. ლავროვის თქმით, ბრიტანეთი საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ვალდებულია ასე მოიქცეს.

“თუკი ვისაუბრებთ იმაზე, რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, მაშინ ასე ასეა: პირველი – დაუყოვნებლივ, მაშინათვე, როგორც კი ეჭვი გაჩნდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება იქნა გამოყენებული, რომელიც კონვენციით აკრძალულია, მათ დაუყოვნებლივ უნდა მიემართათ იმ ქვეყნისთვის, რომელიც აღნიშნული ნივთიერების მწარმოებელია” – თქვა ლავროვმა. ასევე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვმა ლონდონს ოფიციალურად მოსთხოვა ნივთიერებაზე წვდომა, რომლითაც, სავარაუდოდ, მოწამლეს სკრიპალი, თუმცა, ბრიტანეთმა უარი განაცხადა. ლავროვმა თქვა, რომ თუკი ეს ინფორმაცია ოფიციალურად იქნება მიღებული, რუსეთი მზად არის ბრიტანეთთან ითანამშრომლოს.

გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც რუსეთშია დამზადებული. პრემიერის თქმით, ნივთიერება ახალ თაობას განეკუთვნება და ასეც ქვია “ნოვიჩოკი” (ახალი – რედ).
“ნივთიერების იდენთიფიცირება მოახდინეს თავდაცვის საკითხებში, მეცნიერებასა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა პორტონ დაუნში, რუსეთი ადრე აწარმოებდა ამ ნივთიერებას და შესაძლოა, ახლაც აწარმოებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სახელმწიფომ წინა მკვლელობას სპონსორობა გაუწია და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თვლის, რომ მისი ქვეყნის მოქოალაქე, რომელიც ახლა სხვა ქვეყანას ემსახურება მკვლელობის ლეგიტიმური მიზანია, მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთი დიდი ალბათობით პასუხისმგებელია მოქმედებაზე, რომელიც სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული” – თქვა მეიმ პარლამენტში.

ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “Новички” საბჭოთა მეცნიერებმა საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოიგონეს.

მომზადებულია “ბიბისის” და “დოიჩე ველეს” მიხედვით

banner
წინა სტატიაშირა არის ცნობილი პატარკაციშვილის და ბერეზოვსკის მეგობრის სიკვდილზე
შემდეგი სტატიაგიორგი მამალაძე დაუპირისპირდა ყველაზე უფრო გავლენიან კლანს, რომელიც სუს-ის მფარველობის ქვეშ იმყოფება