ვაშაძე – მაისსა და ივნისში მაქსიმალურად დავტვირთოთ პარლამენტი ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებით

ჩვენი პირველი ფაზაა ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პარლამენტში მეტი ინიციატივა, რომელიც ხალხს აწუხებს, შემდეგ დავთვლით რეიტინგებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხდა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატებზე ივლისში ჩამოყალიბდებიან.

„დღეს რაც ხდება, სწორედ იმ სტრატეგიითა და გეგმით მიდის, რომელიც გვქონდა მოხაზული ქართულ პოლიტიკაში. დღეს პირველი ფაზაა. ჩვენი პირველი ფაზაა ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პარლამენტში მეტი ინიციატივა, რომელიც ხალხს აწუხებს. მერე დავთვლით რეიტინგებს. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატებზე ივლისში ჩამოვყალიბდებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის შეფასებით, მესამე ცენტრის კონცეფცია ყველაზე მომგებიანი სტრატეგიაა.

„ვფიქრობთ, რომ მესამე ცენტრის კონცეფცია აუცილებლად ყველაზე მომგებიანი სტრატეგიაა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრთან გვაქვს დიალოგი, მაგრამ საჯაროდ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ივლისში. მაისში და ივნისში მაქსიმალურად დავტვირთოთ პარლამენტი ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებით. ამ კვირის ბოლოდან და მომავალი კვირიდან თქვენ ნახავთ ჩვენი მხრიდან არაერთ ინიციატივას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშილომჯარია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესების დაჩქარებულად მიღებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაSinopharm-ით 22-28 დღის ინტერვალით აცრისთვის რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება