ლომჯარია – არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო

ნამდვილად არ ვაპირებ [ცესკო-ს თავმჯდომარეობის] კანდიდატი ვიყო, – ასე პასუხობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რომან გოცირიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლომჯარია “ცესკო-ს თავმჯდომარედ კარგი იქნება”.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს.

ნამდვილად არ ვაპირებ კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ მინიმუმ, წელიწადნახევარი. თუმცა, მინდა მოვუწოდო და წავახალისო ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა, იყოს დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, რომ შეიტანოს განაცხადი. ვიცი, რომ ძალიან შემოკლებული ვადებია, პრაქტიკულად ორშაბათამდე უნდა დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა, ბარიერია, რომ ადამიანებმა ასე მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის თაობაზე.

რაც შეეხება კომისიას, ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა, მათი დიდი ნაწილის ბიოგრაფია თუ წარსული ჩემთვის სამწუხაროდ, უცნობია, განსაკუთრებით, აკადემიური წრეებიდან. იმედი მაქვს, რომ ერთსულოვანი იქნება კომისია თავის გადაწყვეტილებაში, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ამ კომისიას.

შემჭიდროვებული ვადები პოტენციურ კანდიდატებს საშუალებას გაურთულებს, რომ განაცხადი შეიტანონ და ვისურვებდი აკადემიური წრის უფრო მრავალფეროვნი წარმომადგენლობა ყოფილიყო და თუნდაც, ერთი უნივერსიტეტის რამდენიმე კანდიდატი არ ყოფილიყო და უფრო ფართო სპექტრი ყოფილიყო აკადემიური წრეებიდან, უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი. რაც შეეხება იმას, როგორ წარიმართება შერჩევის პროცესი, ამას სადამკვირვებლო ორგანიზაციები უკეთ მოგვახსენებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არ გაწბილდეს და მართლაც, საუკეთესო და ყველაზე დამოუკიდებელი, ყველაზე პრინციპული კანდიდატები შეირჩნენ“, – ამბობს ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში კოვიდ შეზღუდვები შემოიღეს
შემდეგი სტატიასამხრეთ უელსის მკვიდრი გერმანელი გოგონასთვის, რომელიც ინტერენტში დააბულინგეს, ფულს აგროვებს