აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში კოვიდ შეზღუდვები შემოიღეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუს კოვიდ-19-ის გამო შეზღუდვები შემოიღეს. მათ შორის, აიკრძალა საქორწილო, სადღესასწაულო, სამგლოვიარო ხალხმრავალი შეკრებები და სხვა მასობრივი ღონისძიებები დახურულ სივრცეში. როგორც ადგილობრივი უწყებები ავრცელებენ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით დაინფეცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. დიაგნოსტიკური ლაბორატორია Lab Quest-ის დირექტორმა ამინა ამიჩბამ თქვა, რომ კოვიდ-სიტუაცია გართულებულია არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. პანიკა, რომელიც მას სდევს, ბუნებრივია – თქვა ამიჩბამ – წერს ადგილობრივი მედია.

banner
წინა სტატიაში„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება
შემდეგი სტატიალომჯარია – არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო