ლომარ ნიგურიანი შვილს გადაეფარა, რომლისთვისაც აპირებდა სროლას ის ადამიანი – მესტიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მესტიაში მოკლული საკრებულოს დეპუტატის ლომარ ნიგურიანის ცხედარი დღეს დილით ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს. ოჯახი პოლიციას გადასვენების უფლებას არ აძლევდა, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა.
მომხდარის დეტალებზე საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლულსა და მის ნათესავს შორის წლებია არსებობს კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც აგრარული ბაზარია განთავსებული. გუშინ კი, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება უშუალოდ სახურავიდან თოვლის გადმოყრას მოყვა.
ადგილობრივთა ინფორმაციით, დაპირისპირებას ლომარ ნიგურიანის შვილიც შეესწრო და კონფლიქტში ჩაერთო. ნათესავმა იარაღი სწორედ ნიგურიანის შვილს დაუმიზნა, დეპუტატი კი შვილს გადაეფარა. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
„სახურავზე იდგა გარდაცვლილი ლომარ ნიგურიანი, მას ახლდა მისი შვილიც, რომელსაც გადაეფარა, რომლისთვისაც აპირებდა სროლას ის ადამიანი და მამამისი გადაეფარა. დაუსჯელობის სინდრომია ყველაფრის მიზეზი. როგორ შეიძლებოდა ავტომატი სახლში ასე თავისუფლად ჰქონოდა,“ – აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი რუსთავი 2-თან საუბარში.
მომხდართამ დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპანკისში სპეცოპერაცია დასრულდა
შემდეგი სტატიამშენებლობებთან სპეციალური მოსარეცხი ადგილები მოეწყობა