მშენებლობებთან სპეციალური მოსარეცხი ადგილები მოეწყობა

2 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის 10 საათიდან მოხდება. საპილოტე პროექტი 1 მარტიდან დაიწყება. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანი ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა:

“ნაგვის მანქანებია გადაადგილება იწვევდა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, ამიტომ გვინდა შევუცვალოთ დრო და 22:00 საათიდან იარონ. ეს არის საპილოტე პროექტი და ვნახოთ თუ როგორ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დედაქალაქის სისუფთავეზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. მისი თქმით, სამშენებლო მოედნებზე შესვლისა და გამოსვლის დროს სატვირთო ავტომობილები ქალაქის ქუჩებს აბინძურებენ, ამიტომ მერმა მოსარეცხი მოედნების მოწყობის მითითება გასცა:

“ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური მოსარეცხი ადგილები მოეწყოს, რომ იქიდან გამოსული მანქანა ქალაქს არ აბინძურებდეს, შესაბამისად არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცეს, რომელშიც ასეთი მოსარეცხი არ იქნება მოწყობილი და იმ მშენებლობებზე, სადაც უკვე დაწყებულია მშენებლობა დაავალდებულეთ, რომ ასეთი მოედნები მოეწყოს, ეს ქალაქი ყველასია და ყველამ უნდა იზრუნოს მის სისუფთავეზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისის მთავრობის 2017 წლის ბოლო სხდომა იმართება.

banner
წინა სტატიაშილომარ ნიგურიანი შვილს გადაეფარა, რომლისთვისაც აპირებდა სროლას ის ადამიანი – მესტიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიაავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა