პანკისში სპეცოპერაცია დასრულდა

პანკისში დილის 4-ზე დაწყებული სპეცოპერაცია, რომელშიც დაახლოებით 50 სპეცრაზმელი მონაწილეობდა, დასრულდა. სპეცრაზმა ხეობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

სპეცოპერაციის ფარგლებში პანკისის სოფელ ომალოში ბადო ჩოფანაშვილი დააკავეს, რომლისგანაც დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. ადგილობრივები საუბარში ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევთან კავშირის გამო დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი : მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები ყველას, ვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი აღელვებს
შემდეგი სტატიალომარ ნიგურიანი შვილს გადაეფარა, რომლისთვისაც აპირებდა სროლას ის ადამიანი – მესტიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები