ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის პრივატიზებაზე საუბარი სერიოზული არ არის, შენობა სახელმწიფოს ბალანსზე დარჩება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის პრივატიზებაზე საუბარი არასერიოზულია და შენობა სახელმწიფოს ბალანსზე დარჩება.

ამასთან, კობახიძის თქმით, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდება, რა ფუნქციით დაიტვირთება ავლაბრის სასახლის შენობა.

„ალბათ, გარკვეულ ფორმატში საკითხი განიხილება და გადაწყვეტილებაც მიიღება. არ მგონია, რომ პრივატიზებაზე საუბარი სწორი ან სერიოზული იყოს. შენობა სახელმწიფოს ბალანსზე დარჩება. თუ რა მიზნით გამოიყენება, ამაზე გადაწყვეტილება საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება.

banner
წინა სტატიაშიოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან მიმართებაში ჩვენ ვართ სოლიდარულები, მაგრამ ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ