ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი – ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაამტკიცა.

შსს-ს ცნობით, ახალი კანონი ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება გახდა და სანქცია იქნება უფრო მკაცრი.

გარდა ამისა, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

banner
წინა სტატიაშისენაკში მამაკაცს ქარისგან გადახდილი სახურავი დაეცა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის პრივატიზებაზე საუბარი სერიოზული არ არის, შენობა სახელმწიფოს ბალანსზე დარჩება