დავით ბაქრაძე – კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან მიმართებაში ჩვენ ვართ სოლიდარულები, მაგრამ ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ

კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან მიმართებაში ჩვენ ვართ სოლიდარულები, მაგრამ არ ვართ ორგანიზატორები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. „შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი. მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კვირას, 2 დეკემბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დააანონსა, სადაც მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის პრივატიზებაზე საუბარი სერიოზული არ არის, შენობა სახელმწიფოს ბალანსზე დარჩება
შემდეგი სტატია,,უზარმაზარი პატივი იყო, ვყოფილიყავი თქვენი თანამებრძოლი და იმ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი”