ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით მისი ქვეყანა რუსეთთან ერთად არცერთ კოალიციაში არ იბრძოლებს.
”შეგახსენებთ, რომ ISIS-ის წინააღმდეგ უკვე არსებობს ე.წ. დასავლური კოალიცია, რომელშიც ლიტვა მონაწილეობს. ლიტვა არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ ახალ კოალიციაში, რომელშიც რუსეთი იქნება ჩართული ან სურს, რომ ჩაერთოს. რუსეთს კვლავ აქვს ოკუპირებული სხვა ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ არის ჩაბმული საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში.”- აცხადებს გრიბაუსკაიტე.