ლისინჩანსკი ოკუპანტებმა დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების საწყობი, რომელსაც 40 ადამიანი აფარებდა თავს

ლისინჩანსკი ოკუპანტებმა დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების საწყობი, რომელსაც 40 ადამიანი აფარებდა თავს. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, საარტილერიო იერიშის შედეგად, ასევე დაზიანებულია სხვა მაღალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

“ღამის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალების არტილერიამ ესროლა ლისიჩანსკის ცენტრს, დააზიანა მაღალსართულიანი შენობები და ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების შტაბი, სადაც მუდმივად ცხოვრობდა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე” – აცხადებს უკრაინის შსს.

მომხდარზე უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 438 – ე მუხლით აღძრა, რაც ომის კანონების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას კვლავ აგრძელებს – სტეფანჩუკი
შემდეგი სტატიაარავითარი გამართლება არ ექნება პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიის ერთიანობის რღვევას – კირილი