უნგრეთი უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას კვლავ აგრძელებს – სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, უნგრეთი ჯიუტად აგრძელებს უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას. სტეფანჩუკი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ლასლო კევერის გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერ იხსენებს ვინმე უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი ტონით ითხოვდეს დახმარებას.

“მთელი დემოკრატიული სამყარო გაკვირვებითა და გაუგებრობით უყურებს არა პრეზიდენტის ზელენსკის გამოსვლებს, არამედ უნგრეთის პოზიციას, რომელიც დაჟინებით აგრძელებს უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას”. – წერს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე.

“უნგრეთმა უნდა შეწყვიტოს წარსულის პრობლემებით ცხოვრება” – აღნიშნა სტეფანჩუკმა და ქვეყანას მოუწოდა, ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელების თხოვნა გაითვალისწინონ და “საკუთარი სახლის რუსეთისგან დასაცავად” იარაღი მიაწოდონ.

“უნგრეთის პარლამენტის სპიკერისგან განსხვავებით, ჩვენ, უკრაინელები, მათ შორის ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელები, დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და საკმაოდ სწრაფად აღდგება”. – წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა უნგრეთის პარლამენტის სპიკერს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობის გამოქვეყნებას სთხოვს
შემდეგი სტატიალისინჩანსკი ოკუპანტებმა დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების საწყობი, რომელსაც 40 ადამიანი აფარებდა თავს