არავითარი გამართლება არ ექნება პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიის ერთიანობის რღვევას – კირილი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეისთვის წარმოადგენს სულიერ საფუძველს რუსეთისთვის, ბელარუსისთვის, უკრაინისა და ყველა სლავური და არა მხოლოდ სლავური ქვეყნისთვის და არავითარი გამართლება არ ექნება საეკლესიო ერთიანობის რღვევას, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების გამო. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომელმაც საკვირაო წირვა ბელარუსში აღავლინა.

მისი თქმით, მართლმადიდებლობის ამ დიდი ნიჭის განმტკიცება აუცილებელია. რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი დაყოფა, ქრისტესთან ერთობის დარღვევა ნებისმიერი პოლიტიკური, სოციალური ან სხვა ადამიანური მიზნების გამო, წარმოადგენს დაყოფას და ვერ იქნება გამართლებული.

„ეს არის ნამდვილი კატასტროფა, რადგან ადამიანს ართმევს ყველაზე მთავარს – ღმერთთან ურთიერთობას“, – აღნიშნა კირილმა.

banner
წინა სტატიაშილისინჩანსკი ოკუპანტებმა დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების საწყობი, რომელსაც 40 ადამიანი აფარებდა თავს
შემდეგი სტატიაე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სამ უცხოელ მებრძოლს სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია