ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო, “ენმ”-ის აქცია შაბათის ნაცვლად, კვირას გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შაბათისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია კვირას გაიმართება. მიზეზი ქართული კინოს ვარსკვლავს, ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვაა, რომელიც შაბათს გაიმართება.

„აქცია გაიმართება კვირას 2 საათზე და ყველას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის დღევანდელი დღე და მისი მომავალი, კვირას 2 საათზე შევიკრიბოთ მეტრო რუსთაველთან,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა, რომელმაც თანაგუნდელების სახელით, გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშივიაჩესლავ ჩიკირბა : “უახლოეს პერიოდში ევროპის რუკაზე გამოჩნდება ახალი სახელმწიფო – კატალონია”
შემდეგი სტატიაგურიაში, საკუთარ სახლთან მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ცენტრალურ გზაზე დაასვენეს