ვიაჩესლავ ჩიკირბა : “უახლოეს პერიოდში ევროპის რუკაზე გამოჩნდება ახალი სახელმწიფო – კატალონია”

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე ჟენევის დისკუსიის საკითხებში ვიაჩესლავ ჩიკირბა იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ევროპის რუკაზე ახალი სახელმწიფო გამოჩნდება.


ამის შესახებ მან დაწერა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე. ჩიკირბა აკრიტიკებს ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას სიტუაციის ესკალაციის გამო. “ესპანეთის პრემიერ–მინისტრმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და დაიწყოს მოლაპარაკება კატალონიის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, შესაძლოა გაეროს ან ევროკავშირის შუამდგომლობით. მადრიდი ვერ შესძლებს იგნორირება გაუკეთოს რეფერენდუმის შედეგებს და კატალონიის დამოუკიდებლობისადმი სწრაფვას…ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ უახლოეს პერიოდში ევროპის რუკაზე გამოჩნდება ახალი სახელმწიფო – კატალონია”, – წერს ჩიკირბა.

banner
წინა სტატიაშიაშშ 2018 წლის დეკემბერში გავა იუნესკოს შემადგენლობიდან
შემდეგი სტატიალიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო, “ენმ”-ის აქცია შაბათის ნაცვლად, კვირას გაიმართება