ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლიეტუვა ელოდება, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები დაცული იქნება.

„ლიეტუვა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მის სამშობლოში. ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები და შესაბამისი პროცესი დაცული იქნება. მტკიცედ მოვუწოდებთ ნებისმიერი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებისკენ“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგანცხადება ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდვის შესახებ
შემდეგი სტატიაბოკერია: ხელისუფლებამ პოლიტპატიმარი შექმნა სააკაშვილის სახით, რომელიც დევნილი იყო