განცხადება ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდვის შესახებ

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის სამედიცინო დახმარების საჭრიოების მქონე ადამიანების გარდა. მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.
დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”-ნათქვამია სუსის განცხადებაში

banner
წინა სტატიაში„ყველა მოქალაქის ვალია, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭიროს ცვლილებას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიალიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება