ბოკერია: ხელისუფლებამ პოლიტპატიმარი შექმნა სააკაშვილის სახით, რომელიც დევნილი იყო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტპატიმარი შექმნა სააკაშვილის სახით, რომელიც დევნილი იყო.

„ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი ჩემთვის იყო ის ბრიფინგი, რომელზეც ღარიბაშვილი გამოვიდა და მიულოცა ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა და ოპონენტის დაკავება. მე არ მეგულება ნორმალური ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ უყურებს სააკაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს თუ მე, ყველაზე მეტად აგრესიულად განწყობილი მე არ ვეთანხმები, თუნდაც დაჭერის მომხრე იყო, რაც მე კატეგორიულად ჩემთვის მიუღებელია. ხშირად უნდა ვუთხრათ ადამიანებს, დევნა ცუდია იმიტომ კი არა, ვისაც ემხრობი ან ვინც მოგწონს, მე არ ვარ სააკაშვილის გუნდის წევრი, კარგა ხანია. პოლიტიკური დევნა არის, როცა მთავრობა კანონის უზენაესობის დამკვიდრებას კი არ ცდილობს, არამედ, როდესაც უპირისპირდება იმას, ვინც მიაჩნია პოლიტიკურ სამიზნედ. ამიტომ არის სააკაშვილი პოლიტპატიმარი. ვინც ამაშიც არ მეთანხმება, იმათთვისაც კი, ის, რომ პრემიერ-მინისტრი ოპონენტის დაჭერას ულოცავს მამამარჩენალს, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ კომენტარი გააკეთა მიხელ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაზე.

„პრეზიდენტის შეფასება საერთოდ უინტერესო საკითხია, რადგან მას არაფერი ძალაუფლება აქვს. არის დეკორაცია ივანიშვილის რეჟიმის“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამარტვილის პირველ საარჩევნო უბანზე მოქალაქემ საჯაროდ შემოხაზა კანდიდატები