ლიეტუვის ელჩი – მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საქართველოს დელეგაციები ეწვევიან

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დატოვა. როგორც შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლიეტუვა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება განახლდეს.

ამასთან, როგორც ელჩმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საქართველოს დელეგაციები ეწვევიან.

„ჩვენ ვართ საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოლაპარაკება განახლდეს და ეს პროცესი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ველოდები, რომ უახლოს დღეებში ამ საკითხზე საქართველოს დელეგაციები ეწვევიან“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის თამაში დაიწყო
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – სამშვიდობო აქციებისთვის მზადება არ უნდა შეწყდეს