ნინო ბურჯანაძე – სამშვიდობო აქციებისთვის მზადება არ უნდა შეწყდეს

პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება მხოლოდ იმის გამო, რომ გირაოს არ იხდის, ეს არის წარმოუდგენელი. ოფისის სპეცრაზმით, შტურმით აღება, სადაც არის ათეულობით ჟურნალისტი, ათეულობით ახალგაზრდა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, აბსოლუტურად შეუიარაღებელი და მშვიდობიანი ადამიანები, ეს იქნებოდა წარმოუდგენელი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავადმყოფი გონების კობახიძე, რომელიც ბიძიბა ივანიშვილმა დაგვიტოვა, მიდიოდა ამაზე და მას ერთადერთი შემწინააღმდეგებელი აღმოაჩნდა ბატონი გახარიას სახით, – მის შესახებ ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე ტქმიტ, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია. ამასთან, როგორც ბურჯანაძე ამბობს, ხელისუფლებას მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის ენა არ ესმის, რის გამოც პარალელურად საპროტესტო, სამშვიდობო აქციებისთვის მზადება არ უნდა შეწყდეს.

„აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო ძნელია „ქართული ოცნების“ პროგნოზირება, ვიდრე ჩვენ ეს თუნდაც გუშინდელ დღემდე წარმოგვედგინა. პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება მხოლოდ იმის გამო, რომ გირაოს არ იხდის, ეს არის წარმოუდგენელი. ოფისის სპეცრაზმით, შტურმით აღება, სადაც არის ათეულობით ჟურნალისტი, ათეულობით ახალგაზრდა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, აბსოლუტურად შეუიარაღებელი და მშვიდობიანი ადამიანები, ეს იქნებოდა წარმოუდგენელი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავადმყოფი გონების კობახიძე, რომელიც ბიძიბა ივანიშვილმა დაგვიტოვა, მიდიოდა ამაზე და მას ერთადერთი შემწინააღმდეგებელი აღმოაჩნდა ბატონი გახარიას სახით.

უნდა ვთქვა, რომ ამჯერად სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, ერთადერთი გონიერი ადამიანი, შედარებით სხვებთან, გახარია იყო და ისიც აღარ არის ახლა ხელისუფლებაში. ასე რომ, ამ ხელისუფლების პროგნოზირება არის შეუძლებელი.

რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, მოთხოვნები რჩება იგივე – ეს არის ვადამდელი არჩევნები, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის საარჩევნო რეალობის შეცვლა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლება წამოვა მოლაპარაკებებზე, არავინ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ არის, ირადგან რა თქმა უნდა, გვირჩევნია, ვითარება განიმუხტოს სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ თუ მიოვყვებით იმ ლოგიკას, რასაც ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მოქმედებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, ჩვენ პარალელურად საპროტესტო, სამშვიდობო აქციებისთვის მზადება არ უნდა შევწყვიტოთ, რადგან ამ ხელისუფლებას მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის ენა ნამდვილად არ ესმის.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას, მინდა, გულწრფელად ვურჩიო და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად გეუბნებით, ვინმემ რომ ეს რაღაც თვალთმაქცობაში არ ჩათვალოს. იმიტომ კი არ ვურჩევ გულწრფელად, რომ ამ ხელისუფლებაზე გული რამენაირად შემტკივა, არა. არამედ იმიტომ, რომ ვიცი, თუ ჩამოიშლებიან და ჩამოიქცევიან, ეს ქვეყანაში გამოიწვევს ძალიან მძიმე პროცესებს. ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო და თითოეული თქვენგანი და ჩემი თავიც, არ მემეტება კვლავ ასეთი განსაცდელისათვის. ამიტომ, ნამდვილად მინდა, პოლიტიკურ პროცესებში ისე წარიმართოს მოლაპარაკებები, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. დღეს ბატონმა გახარიამ რეალურად, „ქართული ოცნება“ გადაარჩინა აბსოლუტურ კატასტროფას, რადგან ელჩის მოსვლაც აქ ლაპარაკობს იმაზე, რომ ოფისი რომ დარბეულიყო, რა რეაქცია იქნებოდა, „ქართული ოცნება“აღმოჩნდებოდა უფსკრულის პირას კი არა, ყველაზე მძიმე უფსკრულში, მაგრამ რა თქმა უნდა, ქვეყანაში შეიქმნებოდა ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თუ ოდნავ გონიერების ნატამალი დარჩენია ბიძინა ივანიშვილს, მოვუწოდებ, რომ გააგებინოს მის მიერ დატოვებულ მანქურთებს კობახიძის ხელმძღვანელობით, რომ სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკების პროცესი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიები დროებით გადადადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ამასთან დაკავშირებით ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად უნდა იყოს.

„პროგნოზი შეიძლება გააკეთო ადეკვატური პოლიტიკური ძალის, ან ადეკვატური ადამიანის მოქმედებებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ავადმყოფი ფსიქიკის ადამიანების ქმედებების პროგნოზირება გააკეთოს ადამიანმა, ეს არის შეუძლებელი. ამიტომ, ჩვენ ყველანაირი განვითარებისათვის, სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ შევიდეს კრიზისში. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პოლიტიკურ პროცესებს სწორი მიმართულება მიეცეს. ჩვენის მხრიდან ეს იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, დარწმუნებული ვარ, სენატორი რიშის და სხვების განცხადებები უკვე ამაზე მიუთითებს, რომ დასავლეთიდან იქნება სერიოზული ზეწოლა, რომ იქნებ ჭკუიდან გადასული ხელისუფლება მოიყვანონ გონს“, – აღნისნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზეც ისაუბრა და ნორმალურ განცხადებად შეაფასა.

„აბსოლუტურად ნორმალური განცხადებაა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საელჩო წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იყო ხაზზე და ძალიან ღელავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ მომხდარიყო ასე ვთქვათ, ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ვიღებთ საელჩოს და ჩვენი მეგობრების მოწოდებას, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიანად ვართ განწყობილი. თქვენ იყავით ყველანი აქ, წუხელ ოფისში და ყველანი ხედავდით, რომ არანაირი აქტიური ქმედებები, არაშვიდობიანი ჩვენის მხრიდან არ იგეგმებოდა. ვიყავით წყნარად, მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში, რას მოიმოქმედებდა ხელისუფლება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის ელჩი – მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საქართველოს დელეგაციები ეწვევიან
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – დადგა ჟამი, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ