ლიბერმანი: თუ თელავივს შეეხებიან – ჩვენ თეირანს დავარტყამთ

,,თუ ირანელი სამხედროები სირიაში თელავივის მიმართ თავდასხმას განახორციელებენ, ჩვენ თეირანს დავარტყამთ,,- აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი.
არაბული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, ებრაელი მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელს არავისთან ომი არ სურს და მშვიდობიან გარემოში ურჩევნია ცხოვრება, თუმცა თუ ამ ქვეყნის უსაფრთხოებას ვინმ დაემუქრება, ისრაელის მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს მათ.
,,ირანელი მებრძოლების ყოფნას სირიაში და მათ ბაზებს, საფრთხედ მივიჩნევთ, ამიტომ ამის უფლებას არ მივცემთ და ყველგან გავანადგურებთ,, -აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ებრაელი სამხედროების მიერ, სირიის ტერიტორიაზე ირანული უპილოტო თვითმფრინავების ბაზის დაბომბვას, სწორ ნაბიჯად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ისევ ტრადიციულ ტექნოლოგიებს ანიჭებს უპირატესობას
შემდეგი სტატიაიტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს