რუსეთი ისევ ტრადიციულ ტექნოლოგიებს ანიჭებს უპირატესობას

მაშინ როდესაც აშშ მარსზე ამზადებს ექსპედიციას და ევროპა უახლოესი ტექნოლოგიების შემუშავებით არის დაკავებული, რუსეთის ქალაქ ველიკი იუსტუგის (Великий Устюг ) მერია, მოქალაქეთათვის მდინარეს სანაპიროზე სარეცხის ამოსავლებად საჭირო სადგომის მონტაჟს აპირებს.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ველიკი უსტუგის მერიამ, სარეცხის რეცხვის ამ ,,მაღალტექნოლოგიურ,, პროცესისათვის სადგომის დასამონტაჟებლად და ამ პროცესში ყოველგვარი კორუფციის გამოსარიცხად, ღია კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მიუთითეს, რომ მდინარეზე ჩასასვლელი და ხის სადგომის საყრდენი ნაწილები, მეტალის კონსტრუქციისგან უნდა დამზადდეს და წყალში, ასევ მეტალის ტივტივაზე უნდა დამაგრდეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი ყავს
შემდეგი სტატიალიბერმანი: თუ თელავივს შეეხებიან – ჩვენ თეირანს დავარტყამთ