იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

პოლიციამ 47 წლის მამაკაცი მაშინ დააკავა, როდესაც ის დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. შემთხვევა ქალაქ გალარატეში მოხდა. სახლის პატრონი, რომელიც ქურდობის დროს მილანში იმყოფებოდა, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მის სახლში სიგნალიზაციის ამოქმედების შესახებ შეტყობინება მიიღო და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. სასამართლო პროცესს ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში დაელოდებიან.

banner
წინა სტატიაშილიბერმანი: თუ თელავივს შეეხებიან – ჩვენ თეირანს დავარტყამთ
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის