ლგბტ ფერების სამკლაური – კაშიას ქმედებას მხარს 31% უჭერს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, იცოდით თუ არა ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას მიერ სამკლაურის გაკეთების შესახებ, გამოკითხულთა 52%-მა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, 43%-მა აღნიშნულის შესახებ არ იცოდა, 6%-მა კი დააფიქსირა პასუხი – „არ ვიცი“.
იმ 52%-დან, ვინც კაშიას მიერ სამკლაურის გაკეთების შესახებ იცოდა, 76%-ს არ მოეწონა კაშიას ეს ქმედება, მაგრამ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. 47%-სთვის გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია, 46%-სთვის მისაღებია. 31% მხარს უჭერს კაშიას ქმედებას, ხოლო 62% კი არა.
NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა : გვინდა მოვისმინოთ ომბუდსმენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის გამოყენებით ხდება
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ბიუჯეტის პროექტი სადავო ხელოვნურად გახადეს